LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმზე გადაღებული ვიდეორგოლი ევრონიუსის ეთერში ტრიალებს

56

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა კიდევ ერთი საიმიჯო ვიდეორგოლი „მე ვარ ბათუმი“ გადაიღო. ამჯერად, კლიპი მხოლოდ ბათუმსა და ბათუმელებზეა, სადაც სრულადაა ასახული ქალაქისთვის დამახასიათებელი უნიკალური ნიშან-თვისებები. ვიდეორგოლი, აჭარის სხვა ახალ საიმიჯო კლიპებთან ერთად, უკვე „ევრონიუსის“ ეთერში ტრიალებს.

„ვიდეორგოლი კარგად ასახავს ბათუმის ყოველდღიურობას და მისი, როგორც ქალაქის ტრადიციულ თვისებებს. ყოველწლიურად, ბათუმს ტურისტები ათეულობით ქვეყნიდან სტუმრობენ და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რაც მათ ბათუმში იზიდავთ არის ქალაქის ის თვისებები, რომელიც საშუალებას აძლევთ თავი სტუმართმოყვარე გარემოში უსაფრთხოდ, დაცულად და თავისუფლად იგრძნონ. ჩვენ აღნიშნულ ვიდეორგოლში შევეცადეთ გვეჩვენებინა ბათუმი ზუსტად ისეთი, როგორიც სინამდვილეშია: რომანტიკული, ენერგიული, კონტრასტული, უსაფრთხო, თანამედროვე და ტოლერანტული. ყველაფერი ეს უკვე დიდი ხანია ბათუმის ტრადიციად ქცეული ყოველდღიურობაა. სარეკლამო კომპანია Look production-ის გუნდმა, ვფიქრობ, 60 წამში ზედმიწევნით ზუსტად მოახერხა გადმოეცა ბათუმი ისეთი, როგორიც ის სინამდვილეშია, რის გამოც ასე ძალიან უყვართ და მოსწონთ იგი“, – აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი.

მისივე ინფორმაციით, ბათუმის ვიდეორგოლი სარეკლამო კომპანია LOOK PRODUCTION-მა გადაიღო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა წელს ჯამში, რეგიონის 4 საიმიჯო კლიპი გადაიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები