LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვები ჰიპერაქტიურები კი არ არიან, მასწავლებლები არიან ჰიპერპასიურები“- შალვა ამონაშვილი

13263

ცნობილი პედაგოგი შალვა ამონაშვილი ტელეკომპანია „იმედის“, გადაცემა „დღის შოუს“ სტუმრობდა, სადაც სკოლისთვის მზაობაზე ისაუბრა. კითხვაზე უნდა დავაძალოთ თუ არა ბავშვს სწავლა, პედაგოგი ვრცლად პასუხობს:

„ბავშვების ცხოვრებაში მარტო სწავლა არ არის. სწავლა ცხოვრების ერთი პატარა ნაწილია. თავად ცხოვრება, თამაში, ურთიერთობა, ეს ძალიან მდიდარი გარემოა და ბავშვს მარტო სწავლით ნუ შევზღუდავთ. მე მინდა მივმართო ქართველ მშობლებს, რომლებსაც დიდად პატივს ვცემ და მიყვარს. რომ ვუთხრა, ბავშვი გიყვარდეთ თქო, ეს ცოტაა. უნდა უყვარდეთ ბავშვი ნაზად, ბავშვის სიყვარულს ცოდნა უნდა. არ შეიძლება ბავშვი ყვირილით და დასჯით გიყვარდეს, არც მუქარით ან თუნდაც საჩუქრით არ შეიძლება ის გიყვარდეს. თუ გიყვარს ბავშვი ნდობით, ალერსით, იმედით, ურთიერთობით, მასთან ყოფნით, თამაშით, ეს სხვანაირი სიყვარული იქნება. თუ ის ასე გვეყვარება, საშინაო დავალება სხვანაირი გახდება გამიგეთ? ბავშვი მაშინ ჩვენი სულის ნაწილი გახდება“

რაც შეეხება კითხვას დღეს ასე გავრცელებულ პრობლემაზე, ჰიპერაქტიულ ბავშვებზე: „თაობას, რომელიც 90-იანი წლებიდან მოდის, ტყუილად არ ეძახიან ინდიგოს. ეს თაობა მართლა განსხვავებულია და მასწავლებლებმა ჰიპერაქტიულობა დაარქვეს, რომ ამითი თავი დაიზღვიონ. ბავშვები ჰიპერაქტიურები კი არ არიან, მასწავლებლები არიან ჰიპერპასიურები. ბავშვი ახალია და პედაგოგიკა ძველია. ავტორიტარული პედაგოგიკა ვერ გაუძლებს ამ ბავშვებს. რეფორმა უნდა მოხდეს მასწავლებლის თავში. თუ მასწავლებლის თავში გარდასახვა არ მოხდა, გინდა კარგი წიგნი მიეცი, გინდა ცუდი“, –  განმარტავს ცნობილი პედაგოგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები