LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვი ნაცემია, მას დააძალეს, ასეთი სიტყვები ელაპარაკა – გარდაბნის #1 სკოლაში მოსწავლეზე იძალადეს

77

გარდაბნის პირველ საჯარო სკოლაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მშობლები იმ სამი მოსწავლის სკოლიდან გაშვებას ითხოვენ, რომლებმაც ერთ-ერთ მოსწავლეზე იძალადეს, ინციდენტი გადაიღეს და სოციალურ ქსელში ატვირთეს.

შემთხვევა სექტემბერში მოხდა, თუმცა ძალადობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. მომხდარზე გამოძიება დაწყო, თუმცა ამ დრომდე სკოლას მოსწავლის დაჩაგვრის ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია.

მპირდებიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ერთი კვირაა უკვე და ჯერ ვერაფერს ვხედავ. უნდათ, რომ ბავშვს სახელი გაუტეხონ და ასეთ რაღაცას უკეთებენ. ნაცემია ბავშვი, მას დააძალეს, ასეთი სიტყვები ელაპარაკა და მერე ისევ უგრძელებენ ცემას და დარტყმას,“ – აცხადებს ძალადობის მსხვერპლის მშობელი.

მოსწავლეს დედა აცხადებს, რომ ბავშვს სკოლაში პრობლემები ჰქონდა. მისივე ინფორმაციით, მოსწავლეს თანასკოლელები თანხის მიტანასაც სთხოვდნენ.

გარდაბნის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები ამბობენ, რომ დირექტორი ამ დრომდე ოჯახს არ შეხვედრია. შეხვედრა მხოლოდ აქციის შემდეგ დაიგეგმა და მშობლები სკოლის დირექტორს ამ წუთებში ხვდებიან.

მომხდარზე გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს და ის 3-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები