LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვი, რომელიც ორჯერ დაიბადა – გამაოგნებელი ამბავი

224

როდესაც მარგარეტ ბოუმერი ფეხმძიმობის მეთექვსმეტე კვირას გეგმიურ ულტრაბგერით კვლევაზე მივიდა, განუცხადეს, რომ ნაყოფს კუდუსუნზე სიმსივნე ჰქონდა. ბავშვის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდებოდა და პრობლემები შეექმნა გულის მუშაობასაც, რადგან სისხლის მომარაგებაში ხელს სიმსივნე უშლიდა.

რამდენიმე ექიმმა ბოუმერს ურჩია, ორსულობა შეეწყვიტა, თუმცა ტეხასის ბავშვთა სამედიცინო ცენტრში ორსულ ქალს ემბრიონისთვის ოპერაციის ჩატარება შესთავაზეს.

161019162523-02-baby-born-twice-exlarge-169

ორსულობის 23-ე კვირას მარგარეტს ოპერაცია ჩაუტარდა. სიმსივნე ზომით ბავშვზე დიდი იყო და მისი 90%-ის მოკვეთისთვის ქირურგებს ხუთი საათი დასჭირდათ. ოპერაციის დასრულების შემდეგ ნაყოფი დედის მუცელში დააბრუნეს.

ლინლი ჰოუფი მეორედ სამყაროს საკეისრო კვეთით 12 კვირის შემდეგ მოევლინა. 8 დღის ლინლის მეორე ოპერაციაც ჩაუტარეს და სიმსივნის დარჩენილი ნაწილიც მოკვეთეს, შემდეგ კი დედასთან ერთად სახლში გაუშვეს, სადაც მამა და ორი და ელოდა.

161019162513-01-baby-born-twice-exlarge-169

161019173748-04-baby-born-twice-exlarge-169

161019173854-05-baby-born-twice-exlarge-169

161019174201-06-baby-born-twice-exlarge-169

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები