LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – ნინო ლომჯარია

106

სახალხო დამცველი სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეო მასალას ეხმაურება, რომელიც ბავშვის მიმართ სავარაუდო უგულებელყოფის ფაქტს ასახავს. ნინო ლომჯარიას  განცხადებით, ის დღეს პირადად შეხვდა ბავშვს, მის მშობელს და მკურნალ ექიმს, ასევე მყისიერი კომუნიკაცია შედგა სოციალური მომსახურების სააგენტოსთან. მიუხედავად მშობლის თანხმობისა, სახალხო დამცველი თავს იკავებს არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისგან, თუმცა, აღნიშნავს, რომ ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა  დამაკმაყოფილებელია.

მისივე ინფორმაციით, არასრულწლოვანი ჩართულია განათლების მიღების პროცესში და მისი ძირითადი სამედიცინო და სოციალური საჭიროებები უზრუნველყოფილია. ფრაგმენტული ჩანაწერის და ფოტო სურათების გავრცელებამ, რომელიც იძლეოდა ბავშვის იდენტიფიცირების საშუალებას, თუმცა არ მოიცავდა დაზუსტებულ ინფორმაციას, უარყოფითი გავლენა იქონია ბავშვის და მისი ოჯახის ემოციურ მდგომარეობაზე.

შეგახსნეებთ, სოციალურ ქსელში “თბილისი ცენტრალის” მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებული ვიდეოკადრები გავრცელდა. მასალაში 11 წლის მოზარდი ტირის და მშობლებს სახლში წაყვანას სთხოვს.

უფრო ვრცლად:

“დედა, მამა, წამიყვანეთ სახლში” – 11 წლის ბავშვი ოჯახში დაბრუნებას ითხოვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები