LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვის გაჩენა ქალის გარეშეც იქნება შესაძლებელი – BBC ახალ კვლევაზე წერს

307

წარმატებული ექსპერიმენტის შედეგად მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბავშვების გაჩენა კვერცხუჯრედის გარეშეც არის შესაძლებელი, ინფორმაციას „ბიბისის“ რუსულენოვანი ბიურო ავრცელებს.

ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კვერცხუჯრედის გარეშე უკვე დაიბადნენ ჯანმრთელი ვირთხები, სპერმატოზოიდების „დარწმუნების“ შედეგად, რომ ანაყოფიერებენ ჩვეულებრივ კვერცხუჯრედებს.

მეცნიერების განცხადებით, ეს ნიშნავს, რომ მომავალში, ბავშვები, შესაძლოა, ქალის მონაწილეობის გარეშეც დაიბადონ. ამ ეტაპზე კი ჩატარებული ექსპერიმენტები იძლევა საშუალებას, უკეთ შეისწავლონ განაყოფიერების პროცესი.

ექსპერიმენტი ბრიტანელი ქალაქ ბატის მეცნიერებმა გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედით დაიწყეს. სხვადასხვა ქიმიური ნივთიერების საშუალებით შეძლეს მისგან ფსევდოემბრიონი მიეღოთ. ასეთი ფსევდოემბრიონები ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ უჯრედებს, ისეთებს, როგორიც არის კანის უჯრედები.

მეცნიერებმა იფიქრეს, რომ თუ ასეთ ფსევდოემბრიონებში სპერმის შეშვებით მიაღწევდნენ ჯანმრთელი ვირთხების დაბადებას, ეს ნიშნავს, რომ მომავალში მსგავსი შედეგით შესაძლებელი იქნება ბავშვების დაბადებაც, ადამიანის კვერცხუჯრედებიდან მიღებული უჯრედების საშუალებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები