LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვის გაცივების სწრაფად დამარცხების 6 მარტივი მეთოდი

38

მშობლებს ხშირად ფიქრობენ, რომ როგორი შემართებითაც არ უნდა ებრძოლონ გაცივებას, ის მაინც დიდხანს გაიჭიმება. სინამდვილეში, ავადმყოფობის სწრაფად მკურნალობა საკმაოდ მარტივია, მთავარია დროულად „გამოიჭიროთ“ და მანამდე წამოიწყოთ „საომარი მოქმედებები“ სანამ ბავშვის მდგომარეობა დამძიმდება.

* მეტი სითხე

კომპოტი, ასკილის ნაყენი ან ხილის წვენი – დაალევინეთ პატარა პაციენტს ხუთი-ათი კოვზი ნებისმიერი სასარგებლო სასმელი ნახევარ საათში ერთხელ. გაცივებასთან ბრძოლისთვის ორგანიზმს დამატებითი სითხე სჭირდება, რათა ვირუსული ტოქსინებისგან განთავისუფლდეს.

* სუფთა ჰაერი

რა თქმა უნდა, საჭირო არაა გაცივებული ბავშვის გარეთ გაყვანა, თუმცა ფანჯრის გაღება და ოთახის ხშირი განიავება – აუცილებელია, რადგან სწორედ  ჟანგბადი ებრძვის სურდოს.

* აკრძალული პროდუქტი

უარი თქვით რძის პროდუქტზე, ცომეულსა და ტკბილეულზე, რადგან სწორედ ისინი ხდებიან ლორწოს გამომუშავების მიზეზი. დროებით ამოიღეთ ბავშვის რაციონიდან მავნე პროდუქტი და შედეგით აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით.

* შიმშილი

ავადმყოფობასთან ბრძოლაში ორგანიზმი მთელ ძალას ხარჯავს და აღარ აქვს საკვების გადამუშავების უნარი. მთავარია, პატარამ მეტი სითხე მიიღოს, საუზმის, სადილის და ვახშმის მირთმევა კი, უცილებელი არაა, რადგან სწორედ ასე შეძლებს ორგანიზმი „ვერაგი მტრის“ დამარცხებას.

* ჯადოსნური აბაზანა

მოუმზადეთ პატარას აბაზანა ზღვის მარილით, მთავარია სასიამოვნო აბაზანის შემდეგ პატარა კარგად შეფუთოთ, რათა დიდი ხნით შეინაჩუნოს სითბო.

* დათბილული ფეხები

მართალია, მეთოდი ძველია, თუმცა მეტად ეფექტური, რადგან როცა ფეხის ტერფები თბილია, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ორგანიზმი კი, უფრო სწრაფად ამარცხებს ანთებით პროცესს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები