LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვის თანდასწრებით მანქანაში მოწევა სოლიდური ჯარიმით ისჯება

95

18 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვის თანდასწრებით მანქანაში მოწევა შოტლანდიაში კანონით ისჯება.

“ბიბისის” ინფორმაციით,  შესაბამისი აკრძალვა ქვეყნის პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. კანონდამრღვევი კი ათასი ფუნტის ოდენობის ჯარიმას გადაიხდის.

შოტლანდიის ჯანდაცვის მინისტრი აილინ კემპბელი განმარტავს, რომ სიგარეტის კვამლი შეიცავს მომწამვლელ ნივთიერებებს, რომელიც განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, რადგან ისინი უფრო ხშირად და მეტ ბოლს შეისუნთქავენ, ვიდრე მოზრდილები.

მინისტრის თქმით, კანონის მიზანი არ არის მწეველების დასჯა, არამედ – მათი ქცევის შეცვლაა.

ორგანიზაციაში Forest, რომელიც მწეველებს აერთიანებს, ამბობენ, რომ კანონი საჭირო არ არის, რადგან ძალიან ცოტა ადამიანი ეწევა ბავშვებთან ერთად.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი საიმონ კლარკი განმარტავს, რომ აღნიშნული კანონი ინგლისსა და უელსში გასულ წელს მიიღეს და 1 წლის მანძილზე მხოლოდ ერთი ადამიანი დააჯარიმეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები