LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვთა ანსამბლმა “პატარა გეორგიკა” გერმანიაში ოქროს მედალი მოიპოვა

111

მეექვსე საავტორო სკოლასთან არსებულმა ბავშვთა შერეულმა ანსამბლმა “პატარა გეორგიკა” გერმანიაში, ბერლინში გამრთულ საერთაშორისო კონკურსში Grand Prix of Nations Berlin 2017 ჟიურის შეფასებით, ფოლკლორის ღია პირველობის კატეგორიაში პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა.

„პატარა გეორგიკამ“ პროფესიული გუნდების კონკურსში ბრძოლაში ჩართვის უფლებაც მიიღო, სადაც ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა, რაც უპრეცენდენტო შედეგია, გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ პატარა გეორგიკა იყო ერთადერთი გუნდი რომელიც ასაკით ყველაზე პატარა შემსრულებლებითაა დაკომპლექტებული და არ წარმოადგენდა პროფესიულ კოლექტივს ან სპეციალიზირებულ მუსიკალურ სკოლას.

კონკურსის წესების თანახმად, გუნდი რომელიც ოქროს მედლით ხდება თავისი კატეგორიის გამარჯვებული, მას ავტომატურად ენიჭება შემდგომი ხუთი წლის მანძილზე, ორგანიზატორის ეგიდით გამართულ ხუთ საერთაშორისო სარეიტინგო კონკურსში, წინასწარი შესარჩევი ეტაპების გავლის გარეშე მონაწილეობის უფლება.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ულოცავს ანსამბლს ამ გამარჯვებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები