LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბავშვთა მიმართ ძალადობა და ბულინგი ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემაა” – ნინო ლომჯარია

204

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სკოლებში, ბავშვთა მიმართ ძალადობაზე ისაუბრა. მისი თქმით, როგორც ბულინგი ისე ფიზიკური ძალადობა, ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.

“ბულინგი სკოლებში, ბავშვების მიმართ ძალადობა როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური და შემთხვევების იდენტიფიკაციის მაჩვენებელი არის დაბალი, ხოლო პრევენციისთვის ძალიან ცოტა რამ კეთდება. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვყოფნის სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების რაოდენობა, რომლებიც იმუშავებენ ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან. არ არსებობს შესაბამისი თავშესაფარი, თუნდაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის. სამწუხაროდ, შარშან გაზრდილი იყო სუიციდის მაჩვენებელი არასრულწლოვნებს შორის. მაღალი იყო არასრულწლოვნებს შორის სუიციდის მცდელობათა მაჩვენებელიც,” – განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში, საგანგაშოა სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობაც.

“მრავალი სკოლა არის სარეაბილიტაციო, ავარიული. 100-ზე მეტ სკოლას წყალი არ მიეწოდება და მოსწავლეები წყლის გარეშე არიან დარჩენილე. შშმ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა ასევე კრიტიკულია. მათ შორის, სასკოლო ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა და ინკლუზიური განათლება,” – განაცხადა ლომჯარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები