LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულები კომპენსაციას 13 აპრილს მიიღებენ

116

თბილისის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყარო“-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულთათვის „თიბისი ბანკი“-ში (მერიის მომსახურე ბანკის) ამ მიზნით გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე 1 035 000 ლარი გადაირიცხება.

მერიის ცნობით, დაზარალებული მეწარმეები თანხის აღებას 13 აპრილს, 15:00 საათიდან  „თიბისი ბანკი“-ს სამ ფილიალში შეძლებენ: ცენტრალურ ფილიალში-ჭავჭავაძის N11-ში, მარჯანიშვილის ფილიალში – მარჯანიშვილის N 7-ში და დიდუბის ფილიალში – წერეთლის N 117-ში.

ბავშვთა სამყაროსმეწარმეები შესაბამისი განაცხადის გაფორმებისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემდეგ 3 000 ლარს, ერთჯერადი დახმარების სახით, ნაღდი ანგარიშსწორებით მიიღებენ.

თბილისის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან დახმარება საერთო ჯამში 345 დაზარალებულს გაეწევა. აღნიშნულთან დაკავშირებით, დედაქალაქის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილება 11 აპრილის საკრებულოს სხდომაზე შევიდა.

პოპულალურები