LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები კახა კალაძეს ხვდებიან

78

ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ხვდებიან.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე დაზარალებულებმა განაცხადეს, მათი მთავარი მოთხოვნა ზარალის სრული ანაზღაურებაა.

მათივე თქმით, ხანძარი „ბავშვთა სამყაროში“ მიზანმიმართულად არის გაჩენილი. ისინი საქმის ობიექტურად გამოძიებას ითხოვენ .

დაზარალებულებს უკვე მერვე თვეა გვსურდა შევხვედროდით მთავრობის წევრებს, დღემდე არავინ შეგვხვედრია. ჩვენი მოთხოვნაა ქონების სრული კომპენსაცია. მომავალი მერისგან გვაინტერესებს, როგორ წავა ჩვენი საქმე. დღემდე არანაირი დახმარება არ ყოფილა. ექსპერტიზის დასკვნაა, რომ არ იყო ბავშვთა სამყაროში უსაფრთხოების ნორმები მიღებული. არის მეორე დასკვნაც, რომ ბავშვთა სამყაროში 80-90 ლიტრი საწვავი შეიტანეს და შენობა მიზანმიმართულად გადაწვეს. გვაინტერესებს, თუ შეუძლია კახა კალაძეს დაგვეხმაროს”,-განაცხადა დაზარალებულმა ლევან ლოტოევმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები