LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბავშვთა სამყაროს” ხანძრით დაზარალებულებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

100

მთავარ პროკურატურასთან „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს კარავის გაშლის საშუალება პოლიციამ არ მისცა.  დაპირისპირების შედეგად აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა. მას სამედიცინო დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე გაუწია.

აქციის მონაწილეებმა მთავარი პროკურატურის შესასვლელისკენ გადაინაცვლეს. მათი მოთხოვნაა, გადადგეს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და მოხდეს დაზარალებულ პირთა ქონების სრული კომპენსაცია.

დაზარალებულები მესამე კვირაა პროკურატურასთან აქციას პერიოდულად მართავენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები