LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბავშვთა სამყაროს” შენობაში ხანძრის კიდევ ერთი კერა გაჩნდა

27

“ბავშვთა სამყაროს” შენობაში ხანძრის კიდევ ერთი კერა გაჩნდა, ცეცხლის ლიკვიდაციას მეხანძრეები ამ წუთებში ცდილობენ.

ცოტა ხნის წინ ადგილზე ხმაური იყო, ე.წ. ოქროს ბირჟის მოვაჭრეები ცდილობდნენ, შენობაში შესულიყვნენ და შემნახველ საკანში გადარჩენილი ოქროს ნივთები გამოეტანათ, თუმცა სამართალდამცველებმა ამისი უფლება არ მისცეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ამბობენ, რომ შენობა ავარიულია და ნელ-ნელა ინგრევა.

თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ განაცხადა, რომ შენობის ნაწილის დემონტაჟი მოხდება, რის შემდეგაც იქნება შესაძლებელი შენობიდან დაზარალებულების ნივთების გამოტანა. როდის დაიწყება დემონტაჟი, ეს დღის ბოლომდე გაირკვევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები