LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაზარზე დღეიდან ახალი ქართული ლუდი გამოვა

185

დღეიდან ქართული ლუდის ბაზარზე ახალი პროდუქტი გამოჩნდება. ”ზედაზენი კრაფტი” ასე ჰქვია ლუდს, რომელსაც “ქართული ლუდის კომპანია” უშვებს.

ახალი ბრენდის პრეზენტაცია საგურამოში, დღეს არის დაგეგმილი. პრეზენტაციაზე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ წარმოების პროცესს და დააგემოვნონ ”კრაფტ” ლუდი. როგორც კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, „ზედაზენი კრაფტი“ სარეალიზაციო ქსელში უკვე დღეიდან ჩაეშვება და დახლებზე 0,33ლ, 0,5ლ 1,0ლ, 2.0 ლ და 2,5 ლიტრიანი შეფუთვით იქნება წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, ლუდსახარში ”ზედაზენი” 2012 წელს გაიხსნა. ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი ქარხანა საგურამოსთან, ზედაზენის მთის ძირას მდებარეობს და აქ წარმოებული პროდუქტის ექსპორტი მსოფლიოს 10 -ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები