LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაზისბანკი სერვისცენტრების განახლებას აგრძელებს

409

ვაჟა–ფშაველას 58-ში მდებარე “ბაზისბანკის” სერვისცენტრში სარემონტო სამუშაოები დასრულდა. როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, სერვისცენტრი უნივერსალურია- ის აღიჭურვა უახლესი აპარატურით, რაც ხელს შეუწყობს კლიენტთა მომსახურებას კიდევ უფრო სწრაფად და ოპერატიულად. ამასთან, სერვისცენტრი მომხმარებელს სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს.

სერვისცენტრში აღდგა მუშაობის ჩვეული გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი 10:00–18:00, შაბათი 10:00–14:30.

შეგახსენებთ, რომ ბანკმა გასულ კვირაში ასევე განახლებული სერვისცენტრი გახსნა თბილისში, წერეთლის გამზ.112–ში. აღსანიშნავია, რომ ”ბაზისბანკის” მომსახურების არეალი ფართოვდება და უახლოეს მომავალში იგეგმება სერვისცენტრის გახსნა ქალაქ ზუგდიდში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები