LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაზრობის მოვაჭრეებისთვის დაბეგვრის განსხვავებული საგადასახადო რეჟიმი იმოქმედებს

99

ბაზრობაზე მოვაჭრე პირებს მიენიჭება სპეციალური სტატუსი და შემუშავდება დაბეგვრის განსხვავებული საგადასახადო რეჟიმი, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ბაზრობის ორგანიზატორმა სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მისაღებად უნდა დააკმაყოფილოს სავალდებულო მოთხოვნები, რომლის შესრულებაც დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებებით, სპეციალური სავაჭრო ზონის მოწყობა ხდება ნებაყოფლობითი. ამასთან, პირი, რომელსაც მიენიჭება სტატუსი კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად (დასაბეგრი შემოსავლის 20%), გადაიხდის ბრუნვის გადასახადს რეალიზებული საქონლის 3%-ის ოდენობით.

პირი, რომელიც გადაიხდის ბრუნვის გადასახადს, ფაქტობრივად, გათავისუფლდება ბუღალტერიის წარმოების ვალდებულებისაგან და არ ექნება გამოსაქვითი ხარჯების დადასტურების პრობლემა.

ბაზრობაზე მოვაჭრე ფიზიკური პირი უფლებამოსილი იქნება, უარი თქვას ბრუნვის 3 პროცენტიანი გადასახადით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენებაზე და ისარგებლოს საშემოსავლო გადასახადის ჩვეულებრივი დაბეგვრის რეჟიმით (დასაბეგრი შემოსავლის 20%).

უწყების ცნობითვე, 2020 წლის 1 იანვრამდე გადავადდება ბაზრობაზე არასტაციონარული სავაჭრო ადგილის გამოყენებით ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირებისათვის საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები