LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“BBC-დან დამირეკეს, მალე გადაცემას ჩავწერთ” – თათია სამხარაძე

489

ტელეწამყვანი თათია სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მალე ქართული სექსუალური შევიწროების ამბავი BBC-ზე გაჟღერდება.

ის ასევე აღნიშნავს, რომ მისი ამბიდან 2 წლის შემდეგ, საქართველოში სექსუალური შევიწროების კანონი, ისევ არ არის.

“ამასობაში, BBC-დან დამირეკეს. მალე გადაცემას ჩავწერთ და საერთაშორისო პრესაშიც გაჟღერდება სექსუალური შევიწროვების ქართული ამბავი.

ცოტა მრცხვენია იმის თქმა, რომ ორი წელი გავიდა და სექსუალური შევიწროვების კანონი ისევ არ გვაქვს,” – წერს თათია სამხარაძე.

შეგახსენებთ, სამხარაძეს ამ თემაზე სასამართლო დავა, შალვა რამიშვილთან ჰქონდა. ცნობილ პროდუსერს შალვა რამიშვილს სამხარაძის სექსუალური დევნის გამო, 2000 ლარის გადახდა დაეკისრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები