LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BBC-ის ეთერში შევარდნილ ბავშვებზე მულტფილმი შექმნეს

81

BBC-ის პირდაპირ ეთერში შევარდნილი რობერტ კელის ბავშვები იმდენად პოპულარულნი გახდნენ, რომ სტუდია „Hans studio”-მ მათზე ანიმაციური ფილმი – „მინა და ჯეკი“ შექმნა. მულტფილმში პატარები ყველანაირად ცდილობენ, რომ მამას მუშაობაში დაეხმარონ და ამ დროს სხვადასხვა საინტერესო თავგადასავლებში ებმებიან.

შეგახსენებთ, რომ სახალისო ინციდენტი ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია BBC-ის ეთერში მოხდა. პროფესორი რობერტ კელი სამხრეთ კორეაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობდა, როდესაც მოულოდნელად ოთახში მისი შვილები შევიდნენ. სანამ პატარებს დედა მოაკითხავდა, პროფესორი დაიბნა, წამყვანი კი ძალიან გახალისდა.

ინციდენტმა კელის ოჯახი ძალიან პოპულარული გახადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები