LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BBC-მ ახალი სერიალის ტრეილერი გაავრცელა, რომელშიც მერაბ ნინიძე მონაწილეობს

94

BBC-მ ახალი სერიალის ტრეილერი გაავრცელა, რომელშიც მერაბ ნინიძე მთავარ როლს ასრულებს. სერიალ McMafia -ს  ეკრანზე გამოსვლას  2017 წლის ბოლოსკენ აანონსებენ. ამ სერიალის შესახებ  ქართველმა მსახიობმა “ფორტუნასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში რამდენიმე თვის წინ ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ შესაძლოა,  პირველი ორი სერიის ჩვენება, ლონდონში, კინოთეატრში გაიმართოს.

ეს არის გლობალური მაფიის ისტორია. რუსული მაფიოზური ოჯახის წევრი, რომელიც ინგლისში გაიზარდა, წარსულის დავიწყებას და ახალი ბიზნესის დაწყებას ცდილობს. თუმცა, ტრაგიკული შემთხვევა მას ისევ კრიმინალურ სამყაროში  დაბრუნებისკენ  უბიძგებს. სერიალს სულ ოთხი მთავარი პერსონაჟი  ჰყავს, რომელთაგანაც ერთ-ერთს მერაბ ნინიძე თამაშობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები