LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BBC: პოლიცია კოკა–კოლის ქილებში ადამიანის განავლის შესაძლო არსებობას იძიებს

138

ჩრდილოეთ ირლანდიაში კოკა-კოლას ქარხანაში მიტანილ თუნუქის ქილებში ადამიანის განავალი აღმოაჩინეს – პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.

ქარხანაში ღამის ცვლა, დანადგარების დაბინძურების შემდეგ ჩაიშალა. როგორც კომპანია ამბობს, ყველა “დაზიანებული” ქილა განადგურებულია.

კომპანია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს კონკრეტული ინციდენტი იზოლირებულია და მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულ პროდუქციასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

 

“ჩვენ ამ საკითხზე ძალიან სერიოზულად ვმუშაობთ. სერიოზული გამოძიება მიმდინარეობს, ჩვენ კი მათთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ

პრობლემა დაუყოვნებლივ აღმოვაჩინეთ. დაზიანებული პროდუქტი მაშინვე დაილუქა და რა თქმა უნდა, არ გაიყიდება”, – განაცხადა კოკა–კოლას პრესსპიკერმა.

ხარისხის კონტროლის სააგენტო კომპანიის განცხადებას ეთანხმება და აცხადებს, რომ არანაირი ფაქტი და ეჭვი არ არსებობს იმის შესახებ, რომ დაზიანებული პროდუქტი დახლებზე მოხვდა.

შესაბამისი სახელმწიფო სამსახურებიც აცხადებენ, რომ ამ ქარხანაში მუდმივად იცავენ ჰიგიენას, აკონტროლებენ სისუფთავესა და ხარისხს. შესაბამისად, ჯერჯერობით არავინ იცის საიდან მოხვდა ადამიანის განავალი, კოკა–კოლას ქილებში.

თამთა უთურგაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები