LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BBC: ქალი, რომელიც მკვდარი ეგონათ, მორგში ცოცხალი იპოვეს

139

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ქალი, რომელიც მკვდარი ეგონათ, მორგში ცოცხალი აღმოჩნდა. BBC-ის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ სასწრაფო დახმარების ექიმებმა ჩათვალეს, რომ დაშავებული გარდაცვლილი იყო და მორგში გადაიყვანეს. სასწრაფო დახმარების წარმომადგენელი ამბობს, რომ ქალს სიცოცხლის არანაირი კვალი არ აღენიშნებოდა, თუმცა მას შემდეგ რაც მორგის თანამშრომელმა გვამის შემოწმება გადაწყვიტა აღმოაჩინა, რომ ქალი სუნთქავდა.

ამჟამად ქალი მკურნალობას იოჰანესბურგის საავადმყოფოში გადის.ოჯახის წევრები კი შემთხვევის შესახებ არ საუბრობენ, სანამ გამოძიება არ დასრულდება.

BBC-ის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც ქალი დაშავდა, 24 ივნისს მოხდა. შემთხვევის დროს ორი ადამიანი დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები