LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BBC საქართველოში რეკორდულ სიცხეზე და მის მიზეზებზე წერს

115

“მსოფლიოს რამდენიმე ნაწილში რეკორდული ტემპერატურა ფიქსირდება და ეს მხოლოდ ზაფხულის პრობლემა არ არის. გარღვევა მსოფლიოს გარშემოა – სად დგას პრობლემა ყველაზე რთულად და რატომ” – BBC-ს სტატიაში, რომელიც გლობალურ დათბობას და რეკორდულ სიცხეებს ეხება, ხუთი ადგილია დასახელებული. კანადას, კალიფორნიას, ავტრალიასა და აფრიკას (ალგერიას) შორის კავკასიაც მოხვდა – საქართველო, კერძოდ კი თბილისი.

“მთელ კავკასიის რეგიონს, რომელიც ევროპისა და აზიის გასაყარზეა, ამ თვეში განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა დაატყდა თავს. 4 ივლისს საქართველოს დედაქალაქში, თბილისში 40.5 გრადუსი ტემპერატურა დაფიქსირდა” – ნათქვამია სტატიაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ მაღალი სიცხე, ახლომდებარე ქვეყნებში, რთულად განიცადეს.

“ეს ირანში ენერგიიის მოხმარების შემცირების მოთხოვნის საფუძველი გახდა. რადგან ხალხი ცდილობს გრილად დარჩეს და ეს მოთხვნა აჭარბებს, მათი ელექროსისტემის შესაძლებლობებს. მთავრობამ ირანში ხალხს, ენერგიის მაქსიმალური დაზოგვისკენ მოუწოდა,” – ნათქვამია სტატიაში.

თბილისთან ერთად სტატიაში, სომხეთის დედაქალაქ ერევანზეც წერია, სადაც, სიცხის შედეგად, წყალმომარაგება შეფერხდა.

ექსპერტი ბენ რიჩი, BBC-სთან ინტერვიუში, კავკასიის რეგიონში ცხელი ზაფხულის მიზეზებს განმარტავს. როგორც ის ხსნის, ბოლო პერიოდში ევროპის სამხრეთ აღმოსავლეთით დაბალი წნევა ფიქსირდება. ქარებს კი აფრიკიდან ცხელი ჰაერი სწორედ კავკასიის რეგიონში გადააქვთ. მისი თქმით, სწორედ ამით აიხსნება, რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ამ რეგიონში.

სტატიაში, თბილისის ფოტოა გამოყენებული ავტორის კომენტარით: ვიმედოვნებ, რომ ამ მცურავს, საქართველოს დედაქალაქიდან, თბილისიდან, ახსოვს 50 ფაქტორიანი მზისგან დამცავი კრემის არსებობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები