LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბებერი ქალბატონი გასულია, ვარდიმ შანსი დატოვა

78

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურმა წყვილებმა პირველი შეხვედრები დაასრულეს. „იუვენტუსმა“ პრაქტიკულად გაინაღდა მომდევნო ეტაპზე თამაში. ინგლისის ზემოულოდნელ ჩემპიონს კი საპასუხო მატჩში მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა რჩება.

“პორტუსა” და “იუვენტუსს” შორის მატჩი ტურინელების გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დამთავრდა, ხოლო მეორე ტაიმში სტუმართა შეტევებმა როგორც იქნა შედეგი გამოიღო და შეცვლაზე შემოსულმა მარკო პიაცამ 72-ე წუთზე ანგარიში გახსნა. აღსანიშნავია, რომ მანამდე “პორტუს” 27-ე წუთზე ალექს ტელესი გაუძევეს.
მეორე გოლი მოედანზე რამდენიმე წუთის შემოსულმა დანი ალვეშმა გაიტანა და ტურინელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.
საპასუხო მატჩი ტურინში 15 მარტს ჩატარდება.

 

“პორტუ” – “იუვენტუსი” 0:2 (0:0)
პორტუ, “დრაგაუ”, მაყურებელი: 49 229

“პორტუ” (4-1-3-2): კასილიასი; მაქსი პერეირა, ფელიპე, მარკანო, ალექს ტელეში; დანილო; ერერა, ნევეში (კორონა 61), ბრაჰიმი (დიოგო ჟოტა 73); ანდრე სილვა (ლაიუნი 30), სოარეში

“იუვენტუსი” (4-2-3-1): ბუფონი; ლიხშტაინერი (დანი ალვეში 73), ბარძალი, კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა, პიანიჩი; კუადრადო (პიაცა 67), დიბალა (მარკიზიო 86), მანჯუკიჩი; იგუაინი

გოლები: 0:1 პიაცა (72), 0:2 დანი ალვეში (74)

გაფრთხილება: ალექს ტელეში (25, 27), მაქსი პერეირა (45), ერერა (85), მარკანო (89) – ლიხშტაინერი (50)

გაძევება: ალექს ტელეში (27)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 3 (0) – 18 (4) ბურთის ფლობა: 30%-70% კუთხურები: 1:8 თამაშგარე: 1:1

 


“სევილიასა” და “ლესტერს” შორის მატჩი გაიმართა, ესპანელების გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა.
მე-14 წუთზე “სევილიას” ანგარიშის გახსნის შანსი მიეცა, სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, თუმცა ხოაკინ კორეამ ვერ გაიტანა.


25-ე წუთზე კი პაბლო საბარიამ “სევილია” წინ მაინც გაიყვანა, ხოლო კორეამ 62-ე წუთზე შეაგდო და თავისი შეცდომა გამოასწორა.
“ლესტერმა” ერთი ბურთის გაქვითვა 73-ე წუთზე ჯეიმი ვარდის გოლით შეძლო, რითაც საპასუხო შეხვედრაში საქმე ერთი-ორად გაიმარტივა.
საპასუხო მატჩი ინგლისში 15 მარტს ჩატარდება.

“სევილია” – “ლესტერი” 2:1 (1:0)სევილია, “რამონ სანჩეს პისხუანი”, მაყურებელი: 38 834

“სევილია” (3-5-2): სერხიო რიკო; რამი, ლენგლე (კარიკო 55), ესკუდერო; მარიანო, ვიტოლო, ნ’ზონზი, ნასრი, სარაბია; იოვეტიჩი, კორეა (იბორა 63)

“ლესტერი” (4-2-3-1): შმეიხელი; სიმპსონი, მორგანი, ჰუტი, ფუხსი; დრინკუოთერი, ნდიდი; ალბირგტონი (ამარტეი 88), მაჰრეზი, მუსა (გრეი 58); ვარდი

გოლები: 1:0 სარაბია (25), 2:0 კორეა (62), 2:1 ვარდი (73)

გაფრთხილება: ესკუდერო (77), კარიკო (90)

გამოუყენებელი პენალტი: კორეა (15, მეკარე)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 22 (8) – 8 (3) ბურთის ფლობა: 68%-32% კუთხურები: 8:1 თამაშგარე: 0:0

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები