LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბებიებისა და ბაბუების როლი შვილიშვილების აღზრდაში – ნათია ფანჯიკიძის ინტერვიუ

398

„იმედის დღემ“ აქცენტი საინტერესო თემაზე გააკეთა. როგორია ბებიებისა და ბაბუების როლი შვილიშვილების აღზრდაში. ამ თემაზე ჟურნალისტმა თიკა წერეთელმა ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძესთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც სრულად გთავაზობთ. შეგახსენებთ, რომ ნათია მცირე ხნის წინ გახდა ბებია.

როგორც ნათია ფანჯიკიძე ინტერვიუში აღნიშნავს:

„ძალიან დიდი ბედნიერება არის ის, რომ შენი მოვალეობა არ არის დისციპლინა. თუკი მოვალეობა სტანდარტულია და ბებოს დედის როლის შესრულება უწევს, აქ წესრიგის შეთავაზებაც აუცილებელია. როცა დედაც არის და მამაც და წესრიგისკენ ისინი მოუწოდებენ, შენ გრჩება ყველაზე გემრიელი წილი, უბრალოდ, დატკბე ამ საოცრებით. როცა ამბობენ, შვილიშვილი შვილზე უფრო ტკბილია, იმიტომაა, რომ შენი შვილის შვილია… თუკი ბავშვს მშობლები ცოცხალი ჰყავს, ჯობს, რომ ისინი უფრო აქტიურები იყვნენ. საქართველოში, ნაადრევი ქორწინების შემთხვევაში, უფრო შეშინებულები არიან ბებიები და ჰგონიათ, რომ ახალგაზრდა მშობლები თავს ვერ გაართმევენ, თუმცა თუ დავაცდით, აუცილებლად მოახერხებენ ამას…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები