LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბებიის მიმართ ძალადობისთვის ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

92

ბებიის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. საქართველოს პროკურატურის ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 12 აგვისტოს, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ლ.მ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბებიას სახისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელებისა და ფეხების დარტყმით ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა.

“სამართალდამცველებმა ლ.მ. 2018 წლის 13 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით (ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ლ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,” – წერია პროკურატურის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები