LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბედნიერების შვიდი საიდუმლო

156

როცა სასურველ შედეგს ვერ ვაღწევთ იმედგაცრუებულებს ყოველთვის გვეჩვენება, რომ სხვა ჩვენზე იღბლიანი და ბედნიერია. თუმცა, ფსიქოლოგები გვირჩევენ ნაკლები ყურადღება მივაქციოთ სხვებს და  რამდენიმე მარტივი რეკომენდაციის გათვლისწინებით თავად ვიზრუნოთ საკუთარ ბედნიერებაზე.

ინტელექტუალებს ყოველთვის მაღალი თვითშეფასება, საკუთარი თავის რწმენა აქვთ და ბედნიერებიც არიან. იკითხეთ საინტერესო წიგნები, ესტუმრეთ თეატრს, გამოფენებს და იმოგზაურეთ. ახალი შთაბეჭდილებები აუცილებლად გაამდიდრებენ თქვენს შინაგან სამყაროს და უსიამოვნებებსაც დაგავიწყებენ.

შეიძინეთ ლეკვი ან კნუტი, რომლის უანგარო სიყვარული აუცილებლად გაზრდის თქვენს თვითშეფასებას.

გამოიჩინეთ მეტი ყურადღება და მზრუნველობა გარშემომყოფების მიმართ. მოექეცით ადამიანებს ისე, როგორც გინდათ რომ მოგექცნენ თქვენ.

გამოიჩინეთ მეტი ალტრუიზმი და ნუ ეცდებით ყველაფერში საკუთარი სარგებლის პოვნას.

ხშირად გაიხსენეთ საკუთარი ცხოვრების საუკეთესო მომენტები.

იზრუნეთ ინტიმურ ცხოვრებაზე. თუმცა გახსოვდეთ, რომ ბედნიერება სექსს მხოლოდ საყვარელ ადამიანთან მოაქვს.

ნუ ეცდებით იყოთ ყველაზე ბედნიერი, რადგან ბედნიერების დევნას ყოველთვის უკუშედეგი აქვს!

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები