LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბედნიერებისთვის გვიანი არასდროს არ არის – 80 წლის ქალბატონი პირველად დაქორწინდა

89

80 წლის ქალბატონი პირველად დაქორწინდა. მარია ტერეზა კობარისა და მისი 95 წლის მეუღლის – კარლოს ვიქტორ სუარესის ისტორია იმის ნათელი მაგალითია, რომ ნამდვილი სიყვარული ადრე თუ გვიან აუცილებლად მოვა.

წყვილი ერთმანეთს 8 თვის წინ მაიამის ხანდაზმულთა სახლში შეხვდა და ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდა. ამიტომ, ბევრი აღარ უფიქრიათ და სერიოზული ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტეს.

მართალია, კარლოსი ქორწინებაში აქამდეც ყოფილა, თუმცა მარიამ ოჯახი პირველად შექმნა.

აღსანიშნავია, რომ მათი ახლობლები და მეგობრები სიახლემ ძალიან გაახარა და ქორწილის ორგანიზებაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები