LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბედნიერი მაკრონები თასით ხელში ფეხბურთელებთან ერთად (ფოტო)

156

საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების გამარჯვების შემდეგ, ემანუელ მაკრონმა სამშობლოში დაბრუნებულ ფეხბურთელებს სახლში უმასპინძლა. ღონისძიება ელისეის სასახლეში გაიმართა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი და პირველი ლედი საოცრად ბედნიერები ჩანდნენ. ბრიჯიტმა როგორც ყოველთვის, ამჯერადაც არჩევანი „ლუი ვუტონის“ ლურჯი ფერის კაბაზე გააკეთა. მან მეუღლესთან ერთად მადლობა გადაუხადა ფეხბურთელებს და მათთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.

შეხვედრას საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ასევე ეროვნული ნაკრების მწვრთნელი დიდიე დეშამი  ესწრებოდნენ. ნაკრების კაპიტანი უგო ლორისი კი მაკრონებთან შეხვედრაზე თასით ხელში მივიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები