LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბეილი კარდიფში პაბს ხსნის

102

მადრიდის ”რეალის” ნახევარმცველი გარეთ ბეილი კარდიფში სპორტულ ბარს გახსნის. უელსელი თავისი თანაგუნდელის, კრიშტიანო რონალდოს კვალს გაჰყვა.

ბეილის ბარს Elevens ერქმევა. პაბი გაფორმებული იქნება სპორტის სხვადასხვა სახეობის პოსტერებით, სტუმრებს კი კლასიკურ მენიუს შესთავაზებენ.

”ვგრძნობდი, რომ კარდიფში არ იყო ადგილი, სადაც შეძლებდით სპორტული ასპარეზობებისათვის თვალის დევნებას. დარწმუნებული ვარ, რომ ქალაქის მცხოვრებლებს Elevens მოეწონებათ და პაბი წარმატებული იქნება”, – განაცხადა ბეილიმ გამოცემა ”მარკასთან” საუბარში.

სპორტული ბარის გახსნა გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისშია დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები