LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ბეიქერ ჰაუსი” ახალ საწარმოს გახსნის

332

საკონდიტრო საწარმო ”ბეიქერ ჰაუსი” ფართოვდება.  კომპანია ლილოში, ლუდის ქარხანა ”კასტელის” ტერიტორიაზე ახალ საწარმოს გახნის.  როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექსანდრე რატიშვილი განუცხადა, ახალი საწარმო აღდგომის შემდგომ პერიოდში გაიხსნება.

”ამ ეტაპზე მიმდინარეობს გადაბარგების პროცესი. ძველი საწარმო დაიხურება და სრული დატვირთვით ახალი ამუშავდება. სავარაუდოდ, დავიმატებთ ახალ კადრებსაც”, – აღნიშნა რატიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, წელს საწარმოს მშენებლობის გამო, ”ბეიქერ ჰაუსს” ასორტიმენტის გაფართოებაზე არ უფიქრია. ”იქიდან გამომდინარე რომ მშენებლობის პროცესში ვიყავით, წელს ჩვენს მომხმარებელს ვერც პასკას შევთავაზებთ. ჯერჯერობით, იგივე პროდუქცია გვაქვს, რასაც აქამდე ვაწარმოებდით. თუმცა, სამომავლოდ ამ მიმართულებითაც ვგეგმავთ სიახლეებს”, – განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა.

როგორც ალექსანდრე რატიშვილმა აღნიშნა,  ”ბეიქერ ჰაუსის” ახალი საწარმო პროგრამა ”აწარმოე საქართველოში ” ფარგლებში აშენდა და მასში 350 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

საკონდიტრო საწარმო ”ბეიქერ ჰაუსი” ამ ეტაპზე 14 დასახელების პროდუქს აწარმოებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები