LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელარუსი-რუსეთის სამხედრო სწავლება მასშტაბური ომისთვის მზადებაა – პეტრო პოროშენკო

46

უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, მიიჩნევს, რომ ბელარუსი-რუსეთის სამხედრო სწავლება მასშტაბური ომისთვის მზადებაა. ამის შესახებ პეტრო პოროშენკომ უკრაინის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯერჯერობით არ არსებობს იმის ნიშანი, რომ მოსკოვი მზად არის, დონბასიდან ან ყირიმიდან გავიდეს. თუმცა იმის მტკიცებულებები, რომ მოსკოვი ომისთვის ემზადება, სულ უფრო და უფრო მეტია,“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

აღნიშნულის მაგალითად უკრაინის ლიდერმა რუსეთ-ბელარუსის სამხედრო სწავლებები Запад 2017 მოიყვანა.

სტრატეგიული სწავლებების სახით არ არის გამორიცხული შეიქმნას რუსეთის შეიარაღებული ძალების დამრტყმელი დაჯგუფება უკრაინის ტერიტორიაზე შემოჭრის მიზნით. ჩვენს საზღვრებს ჯარისკაცებისა და სამხედრო ტექნიკის კოლონა უახლოვდება. არ არსებობს იმის გარანტიები, რომ სწავლების დასრულების შემდეგ ეს ტექნიკა და ძალა რუსეთში დაბრუნდება,“ – აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.

მისივე განმარტებით, ამ მიზეზის გამო, უკრაინამ თავისი საზღვრების კონტროლი გააძლიერა. პოროშენკოს განცხადებით, Кавказ-2008-ის სამხედრო სწავლებების შემდეგ რუსული არმია იმის ნაცვლად, რომ მუდმივი დისლოკაციის პუნქტებში დაბრუნებულიყო, საქართველოს დაესხა თავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები