LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელარუსი ტუროპერატორები აჭარას სტუმრობენ

38

აჭარის ტურისტულ პოტენციალს ინფო ტურის ფარგლებში ბელარუსი ტურ სააგენტოები ეცნობიან. მათთვის ტურიზმის დეპარტამეტში აჭარის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. დღესვე ინფო ტურის მონაწილეები შეხვდნენ აჭარაში მოქმედი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობასა და ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ბათუმის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ, რეგიონის სასტურმო პოტენციალს გაეცნობიან, ეწვევიან  მაღალმთიან აჭარას, სადაც აჭარულ სამზარეულოსა და ღვინოს დააგემოვნებენ. გარდა ტურისტული სააგენტოებისა,  ინფო ტურში იმყოფება ბელარუსში წამყვანი გაზეთის „არგუმენტი და ფაქტები“-ს ჟურნალისტი და ფოტოგრაფი, რომლებიც აჭარასა და ზოგადად საქართველოს შესახებ სტატიებს გამოაქვეყნებენ და ბელარუსში ფოტო გამოფენას მოაწყობენ. ინფო ტურის მონაწილეები აჭარას 17 აპრილს დატოვებენ.

ბელარუსი ტურსააგენტოები ბათუმს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ესტუმრნენ. საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტისას ტურ-ოპერატორებმა თბილისი, კახეთი, მცხეთა და პრომეთეს მღვიმე დაათვალიერეს.

აჭარის მიმართ ბელარუსი ტურისტული სააგენტოებისა და ვიზიტორების ინტერესი გაზრდილია. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბელარუსში პიარ და მარკეტინგულ კამპანიებს მეოთხე წელია ახორციელებს.  გასულ წელს რეგიონში შემოსული ბელარუსი ვიზიტორების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,7 % პროცენტითაა გაზრდილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები