LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელარუსში აჭარის რეგიონის პოპულარიზაცია დაიწყო

97

5-9 აპრილს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი სარეკლამო კამპანიების ფარგლებში ბელარუსის დედაქალაქ მინსკში იმყოფება.

აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და რეგიონის ცნობადობის გაზრდის მიზნით დეპარტამენტის წარმომადგენლები მინსკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში „Leisure 2016“  მიიღებენ მონაწილეობას, სადაც ქართულ-ტრადიციულ სტილში მოწყობილ საგამოფენო სტენდთან სტუმრებს რეგიონის ტურისტული პოტენციალის ამსახველი სარეკლამო მასალების გარდა, საშუალება ექნებათ ქართული, ტრადიციული კერძები დააგემოვნონ, აჭარული ხაჭაპურის კულინარიულ მასტერკლაში მიიღონ მონაწილეობა და ხელვაჩაურის ფოლკლორული ანსამბლის მიერ შესრულებული ქართული, ხალხური სიმღერები მოისმინონ.

წელს პირველად, დეპარტამენტი მინსკში გამართავს „აჭარის დღეს”, რომელსაც ბელარუსიის წამყვანი მედია საშუალებების, ტურისტული სააგენტოებისა და დიპლომატიური კორპუსის 100-მდე წარმომადგენელი დაესწრება. ღონისძიებაზე  ქართული სამზარეულოს, ფოლკლორისა და ცეკვის პრეზენტაცია/პოპულარიზაცია იგეგმება. გარდა ამისა, აჭარის ტურისტულ პოტენციალის რეკლამირების მიზნით დეპარტამენტის წარმომადგენელი ფოლკლორულ გუნდთან ერთად მიწვეულია ბელარუსიის წამყვანი მედია საშუალების „ბელარუს 1“ დილის გადაცემაში.

ბელორუსი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისთვის უმნიშვნელოვანეს ტურისტული ბაზარს წარმოადგენს, სადაც ტურისტების მოზიდვის მიზნით პიარ და  მარკეტინგული ღონისძიებები მეოთხე წელია ხორციელდება.