LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელარუსთან ფინანსური თანამშრომლობის გაძლიერება იგეგმება

83

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს დახვედრის ცერემონიალის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი „ბელარუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკთან“ გააფორმა.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძისა და „ბელარუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკის“ გენერალური დირექტორი სერგეი რუმასის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მიზანი ორ ქვეყანას შორის ფინანსური თანამშრომლობის გაძლიერებაა.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ერთმანეთს ქვეყნის მაკროეკონომიკური პოლიტიკის, სამართლებრივი გარემოს, ფინანსური და ინდუსტრიული სექტორების ზოგადი პოლიტიკის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას, რაც მათ ბაზრის აღქმაში დაეხმარება.

პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს და ბელარუსის პრეზიდენტებმა სამთავრობო დელეგაციებთან ერთად გაფართოებული შეხვედრისას, სხვადასხვა მიმართულებით სექტორული თანამშრომლობის გაძლიერებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა რამდენიმე მემორანდუმი გააფორმეს.

ამავე დღეს, ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში ჩატარებულ საქართველო-ბელარუსის ბიზნეს-ფორუმზე „საპარტნიორო ფონდმა“ კიდევ ერთი მემორანდუმი გააფორმა. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ბელარუსის რესპუბლიკის ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტ-იმპორტის სადაზღვევო კომპანია „ბელექსიმგარანტის“ გენერალურ დირექტორ გენადი მიცკევიჩთან ერთად, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლის მიზანია ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობისა და წახალისებისთვის მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები