LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიაში, მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

85

ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი მძიმედ დაშავდა ბელგიის ქალაქ გენტში მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

აფეთქება კომპანია „ArcelorMittal“-ის ქარხანაში მოხდა. ადგილზე მისულმა მაშველებმა ერთი ადამიანის გარდაცვალების ფაქტი დააფიქსირეს, ორი ადამიანი კი მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ქარხნიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. ბოლო ინფორმაციით, ინციდენტი ამ დროისთვის კონტროლს ექვემდებარება. ტოქსიკური ნივთიერებების გაჟონვა არ მომხდარა.

წინასწარი მონაცემებით, აფეთქების მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები