LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიაში ორი ირანელი მამაკაცი ტერაქტის დაგეგმვის ბრალდებით დააკავეს

86

ბელგიაში ორი მამაკაცი დააკავეს, რომლებიც საფრანგეთში ტერაქტს გეგმავდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიური მედია ავრცელებს. დაკავებულები ბელგიის მოქალაქეები, წარმოშობით ირანელები არიან. პოლიციამ ჩხრეკისას ბომბის დასამზადებელი ნივთიერებები აღმოაჩინა.

„გამოძიების ფარგლებში პოლიციამ დააკავა ამირ ს. და მისი მეუღლე ნასიმეჰ ნ. აღნიშნული პირები ირანული წარმოშობის ბელგიის მოქალაქეები არიან. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისინი დააპატიმრეს. მათ ბრალად ედებათ ტერორისტული აქტის მომზადება“, – ნათქვამია ბელგიის პროკურატურის განცხადებაში.

როგორც პროკურატურაში აღნიშნეს, ტერაქტი 30 ივნისს პარიზში, ირანული ოპოზიციის კონფერენციაზე უნდა მომხდარიყო. აღნიშნულ კონფერენციას დაახლოებით 25 ათასი ადამიანი ესწრებოდა.

დაკავებულებს ტერორისტული თავდასხმის მზადებაში ბრალი წაუყენეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები