LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი ერთი დღით „შერიგდნენ”

39

ჰოლივუდის ვარსკვლავები, ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი სამაგალითო მშობლები არიან და ეს მათ ამ დღეებში კიდევ ერთხელ დაამტკიცეს.

ბენ აფლეკი, რომელსაც ოფიციალურად ჰყავს ახალი მეგობარი გოგო, ყოფილ მეუღლესთან ერთად ლოს-ანჯელესში სეირნობის დროს პაპარაცებმა გადაიღეს. მედიამ მაშინვე დაწერა, რომ ყოფილი მეუღლეები შერიგდნენ და კვლავ ერთად არიან.

მოგვიანებით გაირკვა, რომ „შერიგება“ დროებითია და ეს მათ შვილების დღესასწაულისთვის გადაწყვიტეს, რომელსაც მშობლების რანგში ერთად დაესწრნენ.

შეგახსენებთ, რომ მსახიობებმა 2005 წელს იქორწინეს, 10 წლის შემდეგ კი დაშორება გადაწყვიტეს. ვარსკვლავებს სამი საერთო შვილი ჰყავთ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები