LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენ აფლეკი სარეაბილიტაციო ცენტრიდან გამოწერეს (ფოტო)

125

პაპარაცებმა ბენ აფლეკი ლოს-ანჯელესში სახლთან ახლოს გადაიღეს. მსახიობი სარეაბილიტაციო ცენტრიდან გამოწერეს, სადაც ის ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო მკურნალობდა. ცენტრში აფლეკი ყოფილი მეუღლის, ჯენიფერ გარნერის დაჟინებული თხოვნით მივიდა.

სპორტულ სამოსში გამოწყობილი  აფლეკი  მოუწესრიგებელი და დაღლილი ჩანდა. ინტერნეტგამოცემები ინსაიდერებზე დაყრდნობით წერენ, რომ ბენ აფლეკს ჯერ მკურნალობა არ დაუსრულებია და ის ცენტრში ისევ დაბრუნდება. საინტერესოა, რომ ცენტრი, სადაც მსახიობი მკურნალობს, ამერიკაში საუკეთესოდ ითვლება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები