LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენ აფლეკი წარმატებას „სქელ კანს“ უმადლის

60

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბენ აფლეკმა და ჯენიფერ გარნერმა განქორწინება გადაწყვიტეს, აფლეკი პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში. როგორც გამოცემა JustJared წერს, მსახიობი კალიფორნიაში დაგეგმილ კინოფესტივალს AutFest ესტუმრა, სადაც მან ფილმში „შურისძიება“ შესრულებული როლისთვის პრიზი მიიღო.

სამადლობელ სიტყვაში აფლეკმა „სქელ კანზე“ ისაუბრა. ვარსკვლავის თქმით, სწორედ მას უმადლის თავის წარმატებულ კარიერას კინოში, რადგან ამ ბიზნესში აღმასვლა და წარუმატებლობა – ორივე მონეტის ერთი მხარეა.

შეგახსენებთ, რომ ბენმა და ჯენიფერმა განქორწინებისთვის სასამართლოს ათი დღის წინ მიმართეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები