LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენ აფლეკის ზურგზე უზარმაზარი ტატუ დროებითი აღმოჩნდა

116

ბენ აფლეკის ზურგზე უზარმაზარი ტატუ, რომელიც ბევრს, მათ შორის – ჯენიფერ ლოპესსაც საშინლად არ მოსწონდა, ნამდვილი არ აღმოჩნდა, ამის შესახებ მსახიობმა მარიო ლოპესის შოუში განაცხადა.

მისი თქმით, ტატუირების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ასეთი დიდი ზომისაც არ მოსწონს.

„მაქვს რამდენიმე ტატუ, თუმცა ისეთ ადგილებზე, სადაც მათი დამალვა არც ისე ძნელია,“ – განაცხადა ბენმა და აღნიშნა, რომ ზურგზე უზარმაზარი დროებითი ტატუ ფილმისთვის გაიკეთა.

მსახიობის უზარმაზარი სვირინგის ფოტოები პირველად 2015 წლის დეკემბერში გავრცელდა, პაპარაცებმა მის შიშველ ზურგზე დახატული ფენიქსი გადაიღეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები