LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენ აფლეკისა და ლინდა შუკუსის მორიგი პაემანი კინოში შედგა

47

მას შემდეგ, რაც მათი რომანის შესახებ გახდა ცნობილი, ბენ აფლეკი და ლინდა შუკუსი საზოგადოების თავშეყრის ადგილებში გამოჩენას არ ერიდებიან. 45 წლის მსახიობი და 37 წლის პროდიუსერი ამჯერად ნიუ-იორკში დააფიქსირეს.

წყვილი კინოთეატრიდან გამოსვლის დროს გადაიღეს. ლინდას მოკლე შავი კაბა და ფერადი ქურთუკი ეცვა, ბენი კი სპორტულ ფორმაში იყო გამოწყობილი. ისინი ნელი ნაბიჯით მიდიოდნენ და საუბრობდნენ.

შეგახსენებთ, რომ ბენთან რომანის დაწყებამდე, შუკუსი თავის კოლეგაზე, კევინ მილერზე იყო დაქორწინებული, რაც შეეხება აფლეკს, მიმდინარე წლის აპრილში ის ოფიციალურად დაშორდა მეუღლეს, მსახიობ ჯენიფერ გარნერს, რომელთანაც სამი შვილი ჰყავს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები