LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენ აფლეკმა და ჯენიფერ გარნერმა ნაძვის ხე ერთად აარჩიეს

59

ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი საერთო შვილების გამო ყველა იმ ტრადიციას იცავენ, რასაც სრულფასოვანი ოჯახი აკეთებს. ბოლო დროს, აფლეკი ფაქტობრივად მთელს დროს ოჯახთან ატარებს. ამ დღეებში პაპარაცებმა ყოფილი ცოლ–ქმარი კვლავ ერთად გადაიღეს: ისინი ბრენტვუდში საშობაო ნაძვის ხისა და მორთულობების შესაძენად იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ წყვილი ერთმანეთს მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაშორდა, თუმცა ისინი კარგ ურთიერთობას ინარჩუნებენ და შვილების გამო დღესასწაულებს ერთად ატარებენ. ბენს რომანი პროდიუსერ ლინდა შუკუსთან აქვს, თუმცა, ეს ურთიერთობა მას ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობაში ხელს არ უშლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები