LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა გოჩიაშვილი 18 მაისს კონცერტს გამართავს

175

18 მაისს, „ბუდა ბარში“, საღამოს 9 საათზე, ბექა გოჩიაშვილი კონცერტს გამართავს. მასთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგებიან ბასისტი ლევან დეისაძე და დრამერი ქრის ქოულმანი.

კონცერტი ცნობილმა ჯაზპიანისტმა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზეც დააანონსა. ბექა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მართავს კონცერტებს „გრემის“ მფლობელ მუსიკოსთან, სტენლი კლარკთან ერთად, მისივე ბენდის შემადგენლობაში. ახლახან მუსიკოსი აფრიკაში იმყოფებოდა.

ქართველი მსმენელი მისი კონცერტებით განებივრებული არ არის, ასე რომ, ნუ გამოტოვებთ ამ შესაძლებლობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები