LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა ხახუაბიას გათავისუფლება, რომელიც ავარიის დღეს დაკავებული იყო, კითხვებს აჩენს – პოლიციელების ადვოკატი

132

ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ და რატომ გაათავისუფლა ბექა ხახუბია, რომელიც ავარიამდე რამდენიმე საათით ადრე დაკავებული იყო, – ამის შესახებ დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილის, ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეში ბრალდებულების ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

”ბექა ხახუბია იმ დღეს დააკავეს მთაწმინდის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, მათ მიმართ განხორციელებული წინააღმდეგობის ფაქტზე, თუმცა, როგორ მოხდა მისი გათავისუფლება, რაც არ უნდა მომხდარიყო, აქ უკვე ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ამ საქმის სასამართლოს განხილვებით აუცილებლად დადგინდება”, – განაცხადა ნოდარ ცინცაძემ.

გორის რაიონულ სასამართლოში ბექა ხახუბიას გარდაცვალებაში ბრალდებული პატრულის თანამშრომლების საქმის განხილვა გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები