LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა შენგელიას მოთხოვნის საფუძველზე მის ინტერესებს კვლავ მზია ბიწაშვილი დაიცავს

207

76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ბექა შენგელიას მოთხოვნის საფუძველზე მის ინტერესებს კვლავ მზია ბიწაშვილი დაიცავს. ადვოკატი ბექა შენგელიამ ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე აიცილა, თუმცა საქმის განხილვის დასკვნით ეტაპზე კი შენგელიამ საქმეში ადვოკატის დაბრუნება მოითხოვა.
ბრალდებულის აღნიშნული შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ებანოიძემ დღეს განიხილა და დააკმაყოფილა.
საზარელი მკვლელობა თბილისში 19 ოქტომბერს მოხდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები