LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა წიქარიშვილი – მომხდარზე პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება

80

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეებს „თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი მიმართავს.

ბექა წიქარიშვილმა შეკრებილებს მიმართა, არიან თუ არა ბრძოლისთვის მზად, რაზეც აქციის მონაწილეებისგან დასტური მიიღო.

“მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდს. 6 წელია ისინი არაფერს აკეთებენ ქვეყნის საკეთილდღეოდ, ვერც ერთი წარმატებული პოლიტიკური რეფორმა ვერ ვნახეთ, ყველაფერი ფასადურია, რის გამოც უნდა წავიდნენ ისინი. წუხელ ხელისუფლებამ გაიმეორა ის, რასაც აკეთებდა წინა ხელისუფლება. ეს არის დარტყმა ქართულ დემოკრატიაზე”, – განაცხადა წიქარიშვილმა.

აქციის მონაწილეებს შემდეგი 4 მოთხოვნა აქვთ: „პირველი – თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე – გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე – დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე – დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.

ბექა წიქარიშვილმა შეკრებილები გააფრთხილა, რომ შეიძლება აქციის მსვლელობის დროს იყოს პროვოკაციები და ფრთხილად იყვნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები