LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექჰემები 24 მილიონ დოლარად შეფასებულ ვილას ყიდიან

110

ყოფილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი და მისი მეუღლე, ვიქტორია ბექჰემი ლოს-ანჯელესში მდებარე ვილას 24 მილიონ დოლარად ყიდიან.

აპარტამენტის საერთო ფართი 1,2 ათასი კვადრატული მეტრია და ის ბევერლი-ჰილზსა და ბელ-ეირის შორის მდებარეობს. წყვილმა ის 2007 წელს 14 მილიონ დოლარად შეიძინა, როდესაც სპორტსმენმა „ლოს-ანჯელეს გალაქსისთან“ კონტრაქტი გააფორმა.

არსებული ინფორმაციით, ვილის გაყიდვა, რომელიც იტალიურ სტილშია შესრულებული, ბექჰემებს ერთი წლის წინაც სურდათ, სანაცვლოდ კი ისინი უფრო დიდი სახლის ყიდვას გეგმავენ, რომელსაც დიდი ეზო ექნება, სადაც ბრუკლინი, რომეო და კრუზი ფეხბურთს ითამაშებენ.

უძრავი ქონების აგენტის, სტივენ შაპიროს თქმით, მან უკვე აჩვენა სახლი პოტენციურ მყიდველებს, რომლებთანაც ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები