LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექჰემების ოჯახი პაპარაცებს საბერძნეთშიც ვერ დაემალნენ (ფოტო)

54

ბექჰემების ოჯახი ამჯერად საბერძნეთის საპორტო ქალაქ ერმიონში იმყოფება, სადაც დევიდი და ვიქტორია შვილებთან ერთად შვებულებას ატარებენ. წყვილმა ისეთ ადგილას გადაწყვიტა დასვენება, სადაც მეტი თავისუფლებაა. ამდენად ქალაქის მცხოვრებლებისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა, როცა ერმიონის ქუჩებში მოსეირნე ბექჰემები შენიშნეს. ვიქტორიამ კატეგორიული უარი განაცხადა ფანებთან ფოტოების ფადაღებაზე იმ მოტივით, რომ მაქსიმალურად შეუმჩნეველი ყოფილიყო მედიისთვის.  პაპარაცებმა კი მაინც მოახერხეს მათი გადაღება.

ფოტოებზე ოჯახი ზღვის სანაპიროზე ისვენებს. მეუღლეები შვილებთან ერთად ზღვაში ბანაობენ, ირუჯებიან და სამახსოვრო ფოტოებსაც იღებენ. მართალია ემრიონი  ტურისტების საყვარელი ადგილია, მაგრამ ქალაქი ტოპვარსკვლავების სტუმრობით განებივრებული არაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები