LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექჰემების სამი თაობა საფეხბურთო მატჩს დაესწრო

76

გასული უქმეები დევიდ ბექჰემმა მამასთან, ტედთან და ვაჟიშვილთან, კრუზთან ერთად გაატარა – ოჯახის სამი თაობის წარმომადგენელი „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ლივერპულის“ მატჩს დაესწრო.

ტრიომ „ოლდ ტრაფორდის“ სტადიონი გაორებულ ხასიათზე დატოვა – თამაში ფრედ 1:1 დასრულდა.

დევიდი ცდილობს, არ გამოტოვოს საყვარელი გუნდის თამაშები. „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მას საკმაოდ ბევრი რამ აკავშირებს – სწორედ იქ დაიწყო მისი კარიერა 17 წლის ასაკში. 10 წლის განმავლობაში აღნიშნულ გუნდში მან ჩემპიონის 6 ჯილდო მოიპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები